„საბურთალოს“ მცველი გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „კადისში“ გააგრძელებს.
თბილისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯინჯოლავა „კადისთან“ ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, ესპანელების მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ჯინჯოლავა „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა.
გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელიც „ლევანტეში“ გამოდის, 21 წლის ჯინჯოლავა „საბურთალოს“ მეორე ფეხბურთელია, რომელიც ლა ლიგის კლუბში გადავიდა.





