მესიმ “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმა

0
40

„ბარსელონას“ არგენტინელმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ კლუბთან ახალი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ გაავრცელა.
„შეთანხმება გაფორმებული და დამტკიცებულია. მესიმ „ბარსასთან“ პირადი კონტრაქტის გახანგრძლივების პირობები დააზუსტა. ლეო და „ბარსა“ – უსასრულო ისტორიაა“ – დაწერა სკირამ.
33 წლის არგენტინელი „ბარსელონაში“ 2005 წლიდან თამაშობს.