თბილისის „დინამო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში გალიდერდა.
მე-20 ტურში ქუთაისში ადგილობრივ „ტორპედოსთან“ გამართულ „ქართულ კლასიკოში“ კახა ცხადაძის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა, როდესაც გიორგი გაბედავა მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდა შეიჭრა და პასი გააკეთა – ქუთაისელთა მეკარე და მცველი შეცდნენ, ხოლო გიორგი კუციამ „ტორპედოს“ კარი აიღო.
თბილისის „დინამო“ 41 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით სჯობს მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოს“.
ბათუმელები ფაქტობრივად მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდნენ და მე-20 ტურის მერე დაქვეითდნენ.
1. | ![]() |
20 | 16 | 41 | |
2. | ![]() |
20 | 23 | 40 | |
3. | ![]() |
20 | 4 | 33 | |
4. | ![]() |
20 | 3 | 32 | |
5. | ![]() |
19 | 7 | 31 | |
6. | ![]() |
19 | -2 | 27 | |
7. | ![]() |
20 | -3 | 19 | |
8. | ![]() |
20 | -16 | 18 | |
9. | ![]() |
20 | -12 | 17 | |
10. | ![]() |
20 | -20 | 10 |
