დეშამი: “ბიჭებს ვუთხარი, რომ მათემატიკისთვის თავი დაენებებინათ და პორტუგალიასთან მოსაგებად გასულიყვნენ”

0
24

დიდიე დეშამის აზრით, საფრანგეთის ერივნულ გუნდმა პორტუგალიის ნაკრებთან ნამდვილი ორთაბრძოლა ჩაატარა, რომელიც იოლი არ ყოფილა.

ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ის F ჯგუფის ბოლო ტურში ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის არენაზე პორტუგალიასთან 2;2 დასრულებული მატჩის მერე ისაუბრა.

„ეს ნამდვილი ორთაბრძოლა იყო, რომელიც იოლი არ აღმოჩნდა. მეტოქეს ორი გოლი ჩვენი შეცდომებით ვაჩუქეთ. თავიდანვე ვიცოდი, რომ ძალიამ რთული იქნებოდა. მაგრამ მაინც გამარჯვებას ვეცდებით. საბოლოო ჯამში პირველ ადგილზე ვართ და ეს პოზიცია საუკეთესოა. ახლა ძალებს აღვიდგენთ მომავალი რაუნდის დასაწყისისთვს.

მიღწეულმა შედეგმა გამახარა. ფეხბურთი საშუალებას გვაძლევს, რომ რაღაც წარუმატებლობას თავი ახალი წარმატებით დავაღწიოთ – მისი მაგია ესაა. ასეთ ტურნირებში გუნდის საბრძოლო სულისკვეთება ყოველთვის პირველ ადგილზეა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, შემიძლია გავაკეთო დასკვნა, რომ ჩვენ გუნდს ძალების გარკვეული ბალანსი აქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით, თუმცა, შესაძლოა სხვა გუნდებმა ჩვენზე უფრო საინტერესო ფეხბურთი ითამაშეს. პლეი-ოფში განსხვავებული ფეხბურთი იქნება და შემიძლია ამაში დაგარწმუნოთ.

პირველ ტურში გერმანიასთან (1:0) გამარჯვება გადამწყვეტი იყო, ხოლო მეორე ტურში უნგრეთთან (1:1) ფრემ პლეი-ოფში ნაადრევად გაგვიყვანა. ამ ორი თამაშის მერე ბიჭებს ვუთხარი, რომ მათემატიკისთვის თავი დაენებებინათ და პორტუგალიასთან მატჩზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გასულიყვნენ. ყველაფერი ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ვხედავ მომენტებს, რომელთა გაუმჯობესსება შეგვიძლია.

ლუკა დინს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აქვს და ახლა რთულია იმაზე საუბარი, რომ ის ამ ტურნირზე კიდევ ითამაშებს. ლუკა ერნანდესს მუხლის მცირე პრობლემა ჰქონდა და ამიტომ, არ გავრისკე“ – იუწყება ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.