ბრაზილიამ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა

0
25

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკაზე ჯგუფში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და პირველი ადგილი გაინაღდა.

ტიტეს შეგირდები რიო დე ჟანეიროს ნილტონ სანტოსის სახელობის სტადიონზე კოლუმბიას შეხვდნენ და 3 ქულა მატჩის მიწურულს აიღეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ულამაზესი მაკრატელათი ლუის დიასმა გახსნა.

კოლუმბიელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, ხოლო 78-ე წუთზე საპასუხო ბურთი რობერტო ფირმინომ გაიტანა.

მთავარმა მსაჯმა ძირითად დროს 10 წუთი დაამატა და ნეიმარის ჩაწოდების მერე კაზემირომ თავით „სელესაოს“ 3 ქულა მოუტანა. ბრაზილიელები ჯგუფს 9 ქულით ლიდერობენ. კოლუმბია 4 ქულით მეორე ადგილზეა.

B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ეკვადორმა და პერუმ ქულები გაიყვეს.

ეკვადორელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს – პერუელმა ტაპიამ ბურთი საკუთარ კარში 23-ე წუთზე ჩაჭრა, ხოლო პრესიედომ თავისი გუნდი კიდევ უფრო შესვენებაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე დააწინაურა.

49-ე წუთზე ლაპადულამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 54-ეზე კი, კარილიომ თანაფარდობა აღადგინა.

პერუ 4 ქულით მესამე პოზიციაზე, ხოლო ეკვადორი 2 ქულით – მეოთხეა. ვენესუელა ასევე 2 ქულით ბოლო მე-5 პოზიციაზეა.