რუსეთის თავკაცი: „თამაშის ხარისხისა და მომზადების მხრივ, ჩვენი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ“

0
23

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა თამაშისა ხარისხისა და მომზადების მხრივ, ევრო-2020-ზე დანიასთან თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მან ამის თაობაზე B ჯგუფის ბოლო ტურში კოპენჰაგენში „პარკენ არენაზე“ დანიასთან 1:4 წაგების მერე განაცხადა.

„არსებობს თეორიული გეგმა, რომელსაც მივყვებოდით. თამაშის ხარისხისა და მომზადების მხრივ, ჩვენი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. გუნდს შეხვედრიდან შეხვედრამდე ვამზადებდით.

ჩვენ გვინდა თუ არა, ბელგიელებმა ჯგუფი მოიგეს. ალბათ, ბელგიელებისთვის კონკურენციის გაწევა ცოტა გვიჭირს და გულუბრყვილობა იქნებოდა, რომ სათამაშო ფორმის პიკზე ბელგიასთან შეხვედრისთვის ვყოფილიყავით და შემდეგ ქვემოთ წამოვსულიყავით. ჩვენ პირიქით ზემოთ მოვდიოდი, რაც დავგეგმეთ.

თუმცა, თამაშის დროს ისე მოხდა, რომ ჩვენ ორი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ხოლო მეტოქემ ბურთი არაფრისგან გაგვიტანა. ამიტომ, ძალიან მშვიდად და სკურპულიოზურად უნდა ვიფიქროთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ“ – ციტირებს ჩერჩესოვს „მატჩ ტვ“.