იგორ ანგელოვსკიმ ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
მან ამის შესახებ ევრო-2020-ის C ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ნიდერლანდებთან 0:3 წაგების მერე განაცხადა.
ეს გუნდი ისტორიაში შევიდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. პანდევს მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფრისთვის რაც ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთისთვის გააკეთა. გამიმართლა, რომ ხუთწელიწადნახევარი ვიმუშავე ადამიანთან და ფეხბურთელტა, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევდა და მომავალი თაობებისთვის თამასა მაღლა ასწია.
„ევროპის ჩემპიონატზე ამ გუნდის ხელმძღვანელობა ჩემთვის პატივი იყო. უკეთესად გამოსვლა გვსურდა, მაგრამ გული არავის უნდა დაწყდეს, რადგან დიდ სცენაზე დებიუტი გვქონდა. ფეხბურთელებს მხოლოდ მადლობას გადავუხდი გაწეული შრომისთვის.
მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო პრესკონფერენცია ჩავატარე. კონტრაქტი 31 ივლისს მიმთავრდება და მივდივარ“ – იუწყება ანგელოვსკის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
