დანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კასპერ იულმანდისთვის გულშემატკივრების მისი გუნდისადმი ასეთი რწმენა ბევრს ნიშანვს და ამან ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედა.
მან ამის შესახებ ევრო-2020-ის B ჯგუფის ბოლო ტურში კოპენჰაგენში „პარკენ არენაზე“ რუსეთის 4:1 დამარცხებისა და 1/8-ფინალში გასვლის მერე ისაუბრა.
„აი, საღამო! აი, მატჩი! ჩვენ იმედი გვქონდა, რომ კოპენჰაგენში ზღაპრული საღამო იქნებოდა. მადლობა ყველას, ვინც მხარი ასე დაგვჭირა. არ მეგონა, რომ ჩვენი ასე მაგრად თუ სჯეროდათ. ვფიქრობ, ამ ფაქტმა გუნდზე ძალიან იმოქმედა. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
სამივე მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. თუ ვინმე ჯგუფიდან გასვლას იმსახურებდა ეს ჩვენი მოთამაშეები იყვნენ. წარმიუდგენელია, ისინი დასახულ ამოცანას როგორ გაუმკლავდნენ. კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის. იმედია, ეს გამარჯვება ჩვენს ქვეყანას კარგ სიახლეებს აჩუქებს.
ვგეგმავდი, რომ მატჩის ბოლოს შეგვეტია. როდესა ბელგიის თამაშიდან ცნობები მივიღეთ, მივხდით, რომ ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა.
შემდეგ გავიგეთ, რომ გოლი არ ჩაგვითვალეს – ცოტა ავნერვიულდით, მაგრამ ვითარება მესამე გოლის გატანით დავასტაბილურეთ.
უელსი ძალიან რთული მეტოქეა, რომელიც ევრო-2016-ზე შორს გავიდა. ამ გუნდს სათამაშო სქემის შეცვლა შეუძლია, მოქნილები არიან და ამიტომ, ჯერ რთულია იმის თქმა მათგან რას უნდა ველოდოთ“ – იუწყება დანიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





