ხავი მარტინესი კარიერას „კატარში“ გააგრძელებს

0
46

ხავი მარტინესი, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვა, კარიერას კატარში გააგრძელებს.

საფეხბურთო კლუბმა „კატარმა“ ოფიციალურად დაადასტურა 32 წლის ნახევარმცველის თავისუფალი აგენტის სტატუსით  დამატება.

მარტინესი „ბაიერნში“ 2012 წელს ბილბაოს „ატლეტიკიდან“ გადავიდა. მან გერმანული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 268 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

მან „ბაიერნთან“ ერთად ბუნდესლიგა 8-ჯერ მოიგო, გერმანიის თასს 6-ჯერ დაეუფლა, ხოლო გერმანიის სუპერთასს – 4-ჯერ.

გარდა ამისა, მარტინესმა ჩემპიონთა ლიგაში, უეფას ევროპის სუპერთასზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატებზე 2-2-ჯერ გაიმარჯვა.