ტიერი ანრი ევრო-2020-ის წინ ბელგიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დაბრუნდა, სადაც 2016-2018 წლებში მთავარი მწვრთნელის ესპანელი რობერტო მარტინესის თანაშემწედ მუშაობდა
.„დაუსრულებელი საქმეები. მივესალმებით ტიერი ანრის სამწვრთნელო შტაბში“ – იუწყება ბელგიის ნაკრების პრესსამსახური.
ბოლოს ანრი „მონრეალ იმპქტში“ მუშაობდა. ის კაანდურ გუნდს, რომელიც MLS-ში ასპარეზობს სათავეში 2019 წლის ნოემბერში ჩაუდგა და მიმდინარე წლის თებერვალში ოჯახური პრობლემების გამო დატოვა.
ანრი 2018 წლის ოქტომბერში სათავეში მშობლიურ „მონაკოს“ ჩაუდგა. თუმცა, 2019 წლის იანვარში მას რამდენიმე მოთამაშესთან კონფლიქტი მოუვიდა და დროებით გუნდს ჩამოაშორეს, ხოლო შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
