პეპ გვარდიოლა: „ვეცადე მოსაგებად საუკეთესო შემადგენლობა შემერჩია“

0
17

პეპ გვარდიოლას განცხადებით, შემადგენლობის მაქსიმალურად საუკეთესო ვარიანტი შეარჩია, რათა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“გაემარჯვა.

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ქალაქ პორტუს სტადიონ „დრაგაუზე“ „ჩელსისთან“ 0:1 წაგების მერე გაანცხადა.

„შემადგენლობის შერჩევის დროს ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო. ვეცადე საუკეთესო ვარიანტი შემერჩია, რათა გაგვემარჯვა. პირველ ტაიმში მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევას მაქსიმალურად ვეცადეთ. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესად ჩავატარეთ.

„ჩელსის“ დაცვის ხაზის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო. ჩვენ სირთულე შეგვექმნა მეტოქის ზურგსუკან გრძელი გადაცემების გაკეთებისას და „მეორე“ ბურთის მოგების დროს. ასეთ დროს შთაგონება გჭირდება. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. ვეცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. უფრო გულმოდგინედ ვიმუშავებთ.

დაძაბული თამაში აღმოჩნდა. ფინალში პირველად გავედით და კარგად ვითამაშეთ. გაბედულები ვიყავით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. „სიტიმ“ ყველაფერი გააკეთა და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა. მსურს „ჩელსის“ განსაკუთრებული სეზონი და ფინალში ნაჩვენები თამაში მივულოცო.

გამარჯვებას ყოველთვის უნდა ეცადო. მეორე ტაიმში „ჩელსიმ“ ერთი კონტრშეტევა განახორციელა პულიშიჩის მონაწილეობით. ეს გუნდი მართლაც კარგია და ჩვენ მის წინააღმდეგ საუცხოოდ ვითამაშეთ. მეორე ტაიმში ერთი გოლის გატანა დავიმსახურეთ, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ“ – განაცხადა გვარდიოლამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად დამარცხდა. მანამდე, მან „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოაგებინა.