„საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.
მე-15 ტურში ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილი გუნდი „თელავს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე დაუპირისპიდა და 3 ქულა აიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
58-ე წუთზე, „თელავის“ საჯარიმოს სიახლოვეს მსაჯმა მასპინძელ ფეხბურთელზე წესის დარღვევა დააფიქსირა და მახვილი კუთხიდან „სტანდარტული“ გიორგი ლაცაბიძემ შეასრულა – მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა.
ლაცაბიძე „საბურთალოში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და პირველი გოლი გაიტანა.
თამაშის ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე საბურთალოელებმა კონტრშეტევა განახორცილიეს, რომელიც ლევან ნონიკაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.
„თელავმა“ მიჯრით მე-4 მეოთხე თამაში წააგო. საერთო ჯამში, კახელებს 14 ტურია არ მოუგიათ.
