შერმადინის 20 ქულა, მოგება და MVP-ის მორიგი ტიტული

0
18

გიორგი შერმადინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზს იმსახურებს. ლიგა ენდესას მორიგ ტურში “ლენოვო ტენერიფე” სტუმრად “სარაგოსას” შეხვდა და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით 31 ქულით – 91:60 გაანადგურა.
გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:12 წუთი გაატარა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ქართველ ლეგიონერს მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 20 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად გიორგიმ 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 31 შეადგინა და შერმადინი მატჩის MVP გახდა.
27 მოგებითა და 8 მარცხით ტენერიფე მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კუნძულელები 22 მაისს, შინ, ბარსელონასთან ჩაატარებენ.