„ბაიერს“ შვეიცარიელი გაწვრთნის

0
60

ლევერკუზენის „ბაიერს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ჰყავს.

გერმანული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბაიერს“ 42 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი გერარდო სიოანე გაუძღვება.

„იან ბოიზის“ ყოფილმა თავკაცმა ლევერკუზენელებთან ხელშეკრულება 2024 წლამდე გააფორმა.

„ბაიერის“ ხელმძღვანელებმა 22 მარტს პეტერ ბოში დაითხოვეს და გუნდს სეზონი ჰანეს ვოლფმა დაასრულებინა.

სიოანე „იანგ ბოიზს“ 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა და შვეიცარიის ჩემპიონატის ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა, ხოლო ერთხელ ქვეყნის თასი მოაპოვებინა.