ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახხურის ინფორმაციით, დალიჩმა მომავალი ტურნირისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია.
მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ჰაიდუკი), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზ), სიმონ სლუგა (ლუტონი, ინგლისი).
მცველები: დომაგოი ვიდა (ბეშიქთაში, თურქეთი), დეიან ლოვრენი (ზენიტი, რუსეთი), შიმე ვრსალკო (ატლეტიკო, ესპანეთი), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი, შოტლანდია), იოსიპ იურანოვიჩი (ლეგია, პოლონეთი), დუიე ჩალეტა-ცარი (მარსელი, საფრანგეთი), დომაგოი ბრადარიჩი (ლილი, საფრანგეთი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), იოშკო გვარდიოლი (დინამო ზ).
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, ინგლისი), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა, რუსეთი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი, იტალია), მილან ბადელი (ჯენოა, იტალია), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ლუკა ივანუშეცი (დინამო ზ), ივან პერიშიჩი (ინტერი, იტალია).
თავდამსხმელები: ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ანტე რებიჩი (მილანი, იტალია), იოსიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი, გერმანია), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზ), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა, ესპანეთი), მისლავ ორშიჩი (დინამო ზ).
ხორვატიის ნაკრები ევრო 2020-ზე D ჯგუფში ინგლისთან, ჩეხეთთან და შოტლანდიასთან ითამაშებს.
