ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლის ნაცვლად პორტუში

0
28

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების ადგილი შეიცვალა.

უეფას ოფიციალური განცხადების თანახმად, ფინალი სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონის ნაცვლად, პორტუგალიის ქალაქ პორტუში არენა „დრაგაუზე“ შედგება.

29 მაისს გასამართი ფინალის ადგილი იმიტომ შეიცვალა, რომ თურქეთი დიდი ბრიტანეთის მიერ „წითელ ზონაში“ შეტანილი ქვეყნებსი რიცხვშია.

შესაბამისად, კორონავირუსის პანდემიის გამპ ყველა ვინც თურქეთიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნდებოდა კარანტინი უნდა გაევლო.

მით უმეტეს, რომ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ინგლისური კლუბები „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან.

ფინალს „სიტისა“ და „ჩელსის“ 6000-6000 გულშემატკივარი დაესწრება. გარდა ამისა, ბილეთების გარკვეული ნაწილი გაიყიდება.