ინგლისის პრემიერ ლიგამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიებთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა.
პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლიაციის უფლება ისევ Sky Sports-მა , BT-მ, Amazon-მა და BBC-მ ყოველგვარი ტენდერის ჩატარების აუცილებლობის გარეშე მიიღეს.
2018 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად Sky-მ, რომელიც Sky News მეპატრონეა და BT-მ 2019-2020 და 2020-2021 წლების სეზონებში პირდაპირ ეთერში მატჩების ტრანსლირებისთვის 6,4 მილიარდი დოლარი გადაიხადეს, ხოლო კიდევ ერთი ტრანში Amazon Prime-მ განახორციელა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე გაგრძელდება და პრემიერ ლიგა 7,1 მილიარდ დოლარს მიღებს. გარიგებაში BBC-იც მონაწილეობს, რომელსაც დღის მატჩების გამორჩეული მომენტების ჩვენების უფლება აქვს.
პრემიერ ლიგა დათანხმდა, რომ 2,2 მილიარდი დოლარი საფეხბურთო „პირამიდისთვის“ გამოჰყოს, რათა მხარი დაუჭირონ კორონავირუსის პანდემიით ყველაზე დაზარალებულ კლუბებს.




