ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატი გოლით დაასრულა.
ტურნირის ბოლო 33-ე ტურში „ფეჰერვარი“ სტუმრად „დიოშდიორს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 79-ეზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა.
ზივზივაძემ აწ უკვე დასრულებულ სეზონში უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 31 თამაშში 9 გოლი გაიტანა.
მან უნგრეთის თასზე 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
„ფეჰერვარი“ უნგრეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“, გახდა სადაც მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან. ბუდაპეშტელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.
უნგრეთის თასს გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ დაეუფლა, რომელიც ასევე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
