კიტეიშვილის გოლი „შტურმს“ არ ეყო

0
21

ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგთან“ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ ეს მისი გუნდის საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

გრაცის „შტურმა“, სადაც ქართველი ფეხბურთელი გამოდის, ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულში შინ „ზალცბურგთან“ 1:3 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე, როდესაც გრაცელები 0:1 აგებდნენ, ანგარიში გაათანაბრა.

ზალცბურგელებმა მასპინძელთა კარი 78-ე და 82-ე წუთებზე აიღეს, რის წყალობით 3 ქულა მოიპოვეს და 42 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

მან მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.