ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ტომას ტუხელის თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მისი გუნდი ეცდება „რეალთან“ უმაღლეს დონეზე ითამაშოს.
„მომავალ მატჩში ჩვენგან გიჟურ რამეებს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ ამავე დროს ტოპ-დონეზე თამაშს ვეცდებით. ჩვენ როგორც რთული, ასევე, მნიშვნელოვანი მატჩები გავმართეთ და კარგი მომენტი დადგა, რათა ეს ნახევარფინალი ჩავატაროთ. აზარტით თამაში გვსურს.
საკუთარი ძალის უნდა გვჯეროდეს და ჩვენი სტრატეგია ამაში მდგომარეობს – დაეყრდენი შენს თავს და გააკეთა ის რაც თავდაჯერებას შეგმატებს. იმედია, რომ ზედმეტი ფიქრი და ზეძალის დახარჯვა არ დაგვჭირდება.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მონაწილეობისგან როგორი ემოცია მაქვს? იღბლიანი ადამიანი ვარ და ამისთვის ბედს არ ვემდური. როდესაც ახალგაზრდულ აკადემიაში მუშაობა დავიწყე, მაშინ ყოველი დღე ახლებური იყო. მე ყოველ დღე ვტკბებოდი 14 წლამდე, 15-წლამდე და 19-წლამდ ფეხბურთელებთან ურთიერთობით. ეს უკვე დიდი საჩუქარი იყო“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის მიერ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
„რეალი“ – „ჩელსის“ პირველი ნახევარფინალი დღესს მადრიდში ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
