შირერი და ანრი „დიდების დარბაზში“ პირველები შეიყვანეს

0
27

ინგლისის პრემიერ ლიგის „დიდების დარბაზის“ პირველი ორი ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია.

პრემიერ ლიგის ვებგვერდის ინფორმაციით, „დიდების დარბაზის“ წევრები ინგლისელი ფორვარდი ალან შირერი და ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი გახდნენ.

ინგლისის ეროვნული ნაკრების, „ბლექბერნისა“ და „ნიუკასლის“ ექსთავდამსხმელი შირერი 14 სეზონში გატანილი 260 გოლით პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანრი, რომელიც ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში თამაშობდა, 258 მატჩში გატანილი 175 გოლი პრემიერ ლიგის ყველა დროის გამორჩეული მეგოლეებში  მეხუთეა, ხოლო “მეთოფეთა” ისტორიაში ნომერ პირველი ბომბარდირია.

“დიდების დარბაზი” აღიარებს და ხაზს უსვამს იმ ადამიანების განსაკუთრებულ ოსტატობასა და ნიჭს, რომლებიც პრემიერ ლიგას მისი შექმნის დღიდან, 1992 წლიდან ამშვენებდნენ. ეს ყველაზე დიდი ინდივიდუალური პატივია, რომელსაც ლიგა მოთამაშეებს ანიჭებს” – ნათქვამია პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგევრდზე.