ლორია და ქვილითაია კვიპროსში დააჯილდოვეს

0
74

კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაციამ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი ლეგიონერები – მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების დარაჯმა პრიზი მარტის თვეში „ანორთოსისის“ მაისურით შესრულებული საუკეთესო სეივისთვის მიიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს კი ჯილდო ფამაგუსტელთა რიგებში მარტში გატანილი საუკეთესო გოლისთვის გადაეცა.
35 წლის ლორიამ მიმდინარე სეზონში „ანორთოსისის“ შემადგენლობაში კვიპროსის ჩემპიონატში 31 მატჩში ჩაატარა.
27 წლის ქვილითაიამ, რომელიც კვიპროსულ კლუბში ბელგიის „გენტმა“ გაანათხოვა, 28 თამაშში 14 გოლი გაიტანა.