ხვიჩა კვარაცხელია: „უპირატესობას რონალდუს ვანიჭებ“

0
23

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ გარემარმა business-gazeta.ru-სტან ინტერვიუში განაცხადა, კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივარია.

-რონალდუს უფრო გულშემატკივრობთ თუ მესის?

-რონალდუს. მესი ძალიან ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. ის საუკეთესო ფეხბურთელია – ეჭვგარეშეა, რომ ნომერ პირველია. შეუძლებელია არ მოგეწონოს რასაც ის მოედანზე აკეთებს. თუმცა, რონალდუ როგორც სპორტსმენია ნომერ პირველია. მიმაჩნია, რომ მათი შედარება არაკორექტულია, რადგან ორივე უმაღლესი დონის ოსტატია. თუმცა, უპირატესობას რონალდუს ვანიჭებ.

-მათ შემდეგ მესამე ვინაა?

– ნეიმარი, ხოლო შემდეგ მბაპე. ეს უკანასკნელი „ოქროს ბურთების“ მოგებას მალე დაიწყებს.

-მათ მიერ შესრულებულ გარკვეულ მოძრაობებს და ფინტებს თუ აკვირდებით?

-რა თქმა უნდა, ვცდილობ ყველას ვუყურო და რაღაც დავიმახსოვრო. სწორედ ასეთი მოთამაშეებისგან უნდა ისწავლო. კარგად დავიმახსოვრე მბაპეს მიერ „ბაიერნისთვის“ გატანილი გოლი, როდესაც ერთი მეტოქე ჩამოიშორა და ბურთი მეტოქის ფეხებს შორის დაარტყა. მას სწორედ ასე დარტყმა სურდა, მაგრამ ეს რთულია, რადგან ჩვეულებისამებრ მსგავსი ადგილები „დაკეტილია“. უნდა ვისწავლო. როდესაც ხედავ, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს თავისი პროფესიონალური ელემენტი აქვს, რატომ არ უნდა ვისწავლო ის და თამაშის დროს გამოვიყენო?

-ვიდრე მეტოქისთვის გვერდის ავლას დააპირებ, საკუთარი მოქმედება უკვე გააზრებული გაქვს? თუ ყველაფერი ინტუიცით ხდება?

-უფრო მეტად ინტუიიციით ხდება, რადგან წინასწარ ფინტის მოფიქრება შეუძლებელია. თამაშის დროს ყველაფერი თავისით მოდის.