საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი თავი სუპერვარსკვლავად არ მიაჩნია.
-საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ალბათ შენი ყოფნა დააკლდა?
-არ ვიცი. თუმცა, ეს მარცხი მთელმა საქართველომ ძალიან განიცადა. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი, რადგან მანამდე ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი არასოდეს გვქონია. არ ვიცი, შემდეგ ჯერზე კიდევ როდის გვექნება.
-საქართველოში შენ ხომ სუპერვარსკვლავი ხარ?
– არა.
-თუმცა, საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ გაღიარეს…
-რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს. აღიარება საუცხოოა, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ქუჩაში მცნობენ და ფოტოს გადაღებას, ასევე, ავტოგრაფს მთხოვენ. ბევრმა „რუბინის“ მატჩების ყურება დაიწყო.





