გიგზი უელსის ეროვნულ ნაკრებს ჩამოაშორეს

0
10

რაიან გიგზი უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამის შესახებ უელსის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური იუწყება.

უელსის საფეხბურთო ასოციაციამ გაითვალისწინ დიდი ბრიტანეთის პროკურატურის მიერ გიგზისთვის წაყენებული ბრალდება, რომლის თანახმად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსგარემარბი ორ ქალს დაესხა.

გიგზი უელსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ უხელმძღვანელებს და მის მაგივრად ევრო-2020-ზე გუნდს რობერტ პეიჯი გაუძღვება. ამ უკანასკნელს ალბერტ სტეივენბერგი დაეხმარება.

უელსის საფეხბურთო ასოციაციის სხდომა ამ მოვლენების განსახილველად  და როგორც ასოციაციაზე, ასევე ეროვნულ გუნდზე მათ გავლენაზე იმსჯელებს.