“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა ორ ქალზე თავდასხმაში დაადანაშაულეს

0
38

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსგარემარბი და უელსის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი რაიან გიგზი ორ ქალზე თავდასხმაში დაადანაშაულეს, იუწყება დიდი ბრიტანეთის სამეფოს საპროკურორო სამსახური.

გიგზს აბრალებენ, რომ 2020 წლის ნოემბერში საკუთარ სახლში უორსლში თავის ყოფილ მეგობარ გოგოს კეიტ გრევილსს სხეული დაუზიანა.

გარდა ამისა, იმავე ინციდენტის დროს გიგზი 20 წლის გოგონაზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.

უელსის ეროვნული გუნდის თავკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და 28 აპრილს მანჩესტერისა და სოლფორდის სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.