იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
48

39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, იუწყება თავის ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხელშეკრულება 2022 წლამდე დადო და წელიწადში ხელფასის სახით 7 მილიონი ევროს მიიღებს.

იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2020 წლის იანვარში დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩი 17 გოლი გაიტანა. ზლატანი 2010-2012 წლებშიც გამოდიოდა და 85 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 56-ჯერ აიღო.