12 კლუბმა საფეხბურთო სუპერლიგა დაარსა – ფიფა და უეფა სანქციებით იმუქრებიან

0
22

გუშინ, ევროპის 12 საფეხბურთო კლუბმა სუპერლიგა დაარსა.

სუპერ;ლიგის დამფუძნებლებს შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანესტერ სიტი“, ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ არიან. მათ ევროპის კლუბების ასოციაცია უკვე დატოვეს.

საერთო ჯამში სუპერლიგაში 20 გუნდი იქნება – 15 მუდმივ საფუძველზე, ხოლო 5 გუნდი შეიცვლება (თუმცა, ჯერ შეცვლის მექანიზმი ცნობილი არაა).

სუპერლიგის ფორმატის მოხედვით 20 გუნდი ორ 10-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფებში გუნდები ეთმანეთთან ორ წრედ ითამაშებენ და თითოეული 18 მატჩს ჩაატარებს.

ჯგუფებიდან პლეი-ოფში პირდაპი პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები გავლენ, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულები ორმატჩიან დაპირისპირებაში პლეი-ოფის კიდევ ორ მონაწილეს გაარკვევენ.

1/4-ფინალები და 1/2-ფინალები ორმატჩიანი იქნება, ხოლო ფინალი მაისში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.

სუპერლიგის დამფუძნებლები ტურნირის დაწყებას აგვისტოში გეგმავენ და თამაშები შუა კვირაში ჩატარდება.

15 დამფუძნებლის სასტარტო გადასახადი სუპერლიგაში 3,5 მილიარდი ევროა (კლუბების მიერ გაღებული თანხები 89 მილიონიდან 310 მილიონ ევრომდე მერყეობს). ამ თანხის დახარჯვა რეკომენდირებულია იმ დანაკლისის აღმოსაფხვრელად, რომელსაც კლუბები კორონავირუსის პანდემიის ფონზე მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარების გამო მიიღებენ.

სუპერლიგის დამფუძნებლები პირველ ეტაპზე ევროპული ლიგებისთვის და კლუბებისთვის საერთო ჯამში სოლიდარობის მექანიზმით 10 მილიარდი ევროს განაწილებას გეგმავენ ე.ი თანხას ის კლუბებიც მიიღებენ, რომლებიც ამ ტურნირზე არ მონაწილეობენ.

სუპერლიგის ხელმძღვანელი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინე პერესია, ხოლო მისი მოადგილეები ჯოელ გლეიზერი („მანჩესტერ იუნაიტედის“ დამფუძნებელი) და ანდრეა ანიელი („იუვენტუსის“ პრეზიდენტი) არიან. ანიელიმ ევროპის კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელოს თანამდებობა უკვე დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგაში გაწევრიანების შემთხვევაში თითოელუ კლუბი 350 მილიონ ევროს მიიღებს.

უეფა სუპერლიგის სასტიკი წინააღმდეგია,ისევე როგორც ფიფა. აქედან გამომდინარე, უეფა სუპერლიგის მონაწილეებს ეროვნული ჩემპიონატებიდან მოკვეთით, ფეხბურთელებისთვის ეროვნული ნაკრებში თამაშის აკრძალვით და 50 მილიარდი ევროს ჯარიმით დაემუქრა.

ინგლისის პრემიერ ლიგაში, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა და საფრანგეთის ლიგა 1 სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ არიან. მათ მხარს ევროპის კლუბების ასოციაციაც უჭერს.

მიუნხენის „ბაიერნმა“ და პსჟ-მ ამ ეტაპზე სუპერლიგაში თამაში იუარეს.