ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მატჩი ნაადრევად დაასრულა.
რუსეთის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ სტუმრად „ურალს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
კვარაცხელია ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე დაშავდა, რის გამო შეცვალეს.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „რუბინის“ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმეზე ჰქკითხეს.
-ხვიჩას რა დაემართა? დეტალები ცნობილი თუ არის? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის თამაშზე მიკროტრავმით გავიდა?
ლეონიდ სლუცკი: „არა, მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და დაზიანება არ ჰქონია. ჩემი აზრით, ბარძაყის ორთავა კუნთის ტრავმა აქვს. რამდენად სერიოზულია დაზიანება და რა ხარისხისაა მაშინ გავიგებთ, როდესაც მაგნიტო-რეზონანსულ გამოკლვევას ჩავუტარებთ?





