„ბარსელონას“ 31-ე ტრიუმფი, მესის რეკორდები ესპანეთის თასზე

0
17

„ბარსელონამ“ ესპანეთის თასის ფინალში ბილბაოს „ატლეტიკი“ 4:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მე-60 წუთზე ანგარიში ანტუან გრიზმანმა გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა მეორე გოლი გაიტანა. 68-ე წუთზე, მესიმ ბილბაოელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო, შეხვედრაში წერტილი კი, სწორედ „ბარსას“ არგენტინელმა ლეგიონერმა დასვა.

„ბარსელონამ“ ესპანეთის თასი 31-ედ მოიგო რაც რეკორდია. „ატლეტიკმა“ არსებობის ისტორიაში თასი 23-ჯერ აღმართა, რაც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში მეორე შედეგია.

სხვათა შორის, ბილბაოელებმა ორი კვირის მანძილზე ესპანეთის თასის ფინალი მეორედ წააგეს. 3 აპრილს „ატლეტიკი“ თასის 2020 წლის გათამაშების გადამწყვეტ მატჩში „რეალ სოსიედადთან“ 0:1 დამარცხდა.

რონალდ კუმანმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. ფეხბურთელობისას მან კატალონიელთა მაისურით 10 ტიტული მოიპოვა. ის ესპანეთის თასს 1989-1990 წლების სეზონში დაეუფლა. ნიდერლანდელი „ბარსას“ ისტორიაში მეშვიდე ადამიანი, რომელმაც კოპა დელ რეი როგორც ფეხბურთელმა და მწვრთნელმა მოიპოვა.

მანამდე, ეს ერნესტო ვალვერდემ, ლუის ენრიკემ, პეპ გვარდიოლამ, იოჰან კრუიფმა, დომენეკ ბალმანიამ და რომა ფორნსმა მოახერხეს.

მესიმ ესპანეთის თასის 10 ფინალში 9 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით არგენტინელმა „ატლეტიკის“ ლეგენდას ტელმო სარას (8 გოლი) რეკორდი გააუმჯობესა.

ლიონელმა არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 31 გოლი გაიტანა. მან ზედიზედ 13 სეზონია მეტოქეთა კარში 30 ან მეტი ბურთი მოათავსა.

მესიმ „ბარსას“ მაისურით 35 ტიტული მოიპოვა – ლა ლიგაში 10-ჯერ გაიმარჯვა, ესპანეთის თასზე – 7-ჯერ, ესპანეთის სუპერთასზე – 8-ჯერ, ჩემპიონთა ლიგაში – 4-ჯერ, ევროპის სუპერთასზე – 3-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე – 3-ჯერ.

მესიმ, სერზიო ბუსკეტსმა და ხერარდ პიკემ ესპანეთი თასი კარიერააში 7-ჯერ მოიგეს. მათ „ატლეტიკის“ ყოფილი თავდასმხმელის აგუსტი გაინსას რეკორდი გაიმეორა.

მესი “ბარსელონას” 119-წლიან ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი თასის 7 ფინალში გაიტანა.