„ნორვიჩი“ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

0
17

„ნორვიჩი“ ინგლისის პრემიერ ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ნორვიჩელებმა უმაღლეს დივიზიონში აღზევება ჩემპიონშიფის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მას მერე გაინაღდა, რაც „სუონსი“ „უიკომბ უონდერერსთან“ (0:2) დამარცხდა, ხოლო „ბრენტფორდმა“ შინ „მილოულს“ (0:0) ვერ აჯობა.

„ნორვიჩს“ 41 ტურის შემდეგ 90 ქულა აქვს და დანი ფარკეს შეგირდებს პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება.

„უოტფორდმა“, რომელსაც თბილისის „დინამოს“ ექსთავკაცი ესპანელი ჩისკო ავარჯიშებს 82 ქულა აქვს, ხოლო მესამე პოზიციაზე 76 ქულით „სუონსია“.