„საბურთალოს“ მოლდოველი ლეგიონერის ბენეფისი

0
15

„საბურთალოდან“ ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ, თბილისელები სამტრედიაში სათამაშოდ ლაშა ნოზაძემ გაიყვანა, რომელიც მანამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

„საბურთალოს“ ახალმა თავკაცმა ხვიჩა შუბითიძემ, რომელიც გერმანიიდან საქართველოში დღეს ჩამოფრონდა, მატჩს თვალი ტრიბუნიდან მიადევნა.

შარშან ზამთარში „საბურთალოდან“ გაშვების შემდეგ „სამტრედიას“ თავკაცი გია ცეცაძე ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა.

მე-9 წუთზე, „საბურთალოს“ კენიელმა ლეგიონერმა ელვინ ტერამ მეტოქის ბურთი სამტრედიელთა ნახევარზე აართვა და კონტრშეტევა იური ტაბატაძემ გააგრძელა, რომელმაც მასპინძელთა საჯარიმოში მოლდოველი დმიტრი მანდრიჩენკო მოძებნა და ამ უკანასკნელმა გოგი კულუას ახლო კუთხეში გაუტანა – 0:2.

მე-18 წუთზე სრანდარტულის შესრულების დროს გივი იოსელიანმა პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ნათან ჟუნიორმა თავით დაარტყა, ხოლო ოთო გოშაძის მოგერიებულს ირაკლი რუხაძემ დაამატა – 1:1.

38-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა მოედნის ცენტრიდან კარგი პასი გაუკეთა მანდრიჩენკოს, რომელმაც ძალისმიერი ორთაბრძოლა ზურაბ ერაძეს მოუგო და სტუმრები ისევ დააწინაურა – 1:2.

48-ე წუთზე, იოსელიანმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ნათან ჟუნიორმა თავით ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში ბენეფისი მანდრიჩნეკოს ჰქონდა, რომელმაც მასპინძელთა მეკარის შეცდომის შემდეგ, 52-ე წუთზე სამტრედიელთა კარი მესამედ აიღო და საბოლოოდ, გუნდს სამი ქულის აღება გაუნაღდა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის მოლოდველს, რომელის გუნდს სეზონის წინ შეურთდა, მანამდე თბილისელთა მაისურით გოლი არ გაუტანია.

ხვალ, მე-9 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება – თბილისის „ლოკომოტივი“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თანაქალაქელ „დინამოს“ უმასპინძლებს.