საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთარ არველაძემ უარყო რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლაში ეხმარება.
„ხვიჩას მამას და მის აგენტს საუცხოოდ ვიცნობ. თუმცა, ასეთ გარიგებებში არ ვერევი და მსგავსი საქმეებით დაკავებული არ ვარ. ხვიჩას „აიაქსში“ გადასვლაში არ ვეხმარები. ეს არასწორია.
იმედია, მას ყველაფერი ძალიან კარგად ექნება. როდესაც ამის დრო დადგება, ის ევროპაში მაშინ ითამაშებს“ – განაცხადა არველაძემ sport-express.ru.
კვარაცხელიათი დაინტერესება უარყო „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა:
„არა ეს ასე არაა. „აიაქსი“ კვარაცხელიათი არ დაინტერესებულა. მის თაობაზე „რუბინთან“ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“.
