პერესი „რეალის“ პრეზიდენტი 2025 წლამდე იქნება

0
38

ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტად მეექვსე ვადით აირჩიეს.

ესპანელი ბიზნესმენი, რომლის ქონება ბოლო მონაცემებით 2,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს კლუბს 2025 წლამდე უხელმძღვანელებს.

74 წლის პერესი „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე ერთადერი კანდიდატი იყო და ამიტომ, კენჭისყრა არც ჩატარებულა.

ის მადრიდულ კლუბს პირველად 2000-2006 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო მეორედ „რეალის“ პრეზიდენტი 2009 წელს გახდა და მას შემდეგ თანამდებობას ინარჩუნებს.

მისი პირველი პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგაში, უეფას სუპერთასზე და საკონტინენტთაშორისო თასზე პირველობა არავის დაუთმო.

პერესისთვის მეორა ვადა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა: „რეალმა“ 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ოთხჯერ – ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ- ევროპის სუპერთასი, ორჯერ – ესპანეთის თასი, სამჯერ- ესპანეთის სუპერთასი და ოთხჯერ – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.