ჯო კოულმა კარიერა განაახლა

0
17

ინგლისის ეროვნული ნაკრების, „ვესტ ჰემის“, „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა განაახლა.

39 წლის ნახევარმცველი ინგლისის რანგით მე-11 დივიზიონის კლუბ „ბელსტონში“ ჩაირიცხა და დებიუტიც ჰქონდა. მისმა გუნდმა „ჰერფილდ იუნაიტედი“ 2:1 დაამარცხა.

„ფეხბურთის თამაში ყოველთვის მომწონდა. მადლობა „ბელსტონს“ რომ მოედანზე გასვლის საშუალება ისევ მომცა. მოუთმენლად ველოდები მოედანზე კიდევ როდის გავალ. შემდეგ ჯერზე ჩემი ბუცებიც აღარ დამავიწყდება“ – დაწერა კოულმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.