ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც ზამთარში „ულსან ჰიუნდაიში“ გადავიდა, სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა.
მე-ში ტურში „ულსან ჰიუნდაიმ“ „სეული“ მიიღო და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, გზად ორ მცველს გაექცა და პასი კარის ახლოს მდგომ კიმს მისცა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
76-ე წუთზე, ყაზაიშვილმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და სტუმართა საჯარიმოში შესული ორ ოპონენტს გასცდა, რის შემდეგ მარცხენა ფეხით ახლო „ცხრიანში“ აუღებლად დაარტყა – 2:1.
„ულსანმა“ მესამე ბურთი 89-ე წუთზე გაიტანა, ხოლო „სეულმა“ მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ანგარიშში სხვაობა ერთ გოლამდე შეამცირა.
ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მე-4 თამაში ჩაატარა და სასტარტოში პირველად მოხვდა. მან მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. „ულსანი“ სამხრეთ კორეის 12-გუნდიან ლიგა 1-ში 17 ქულით მეორე ადგილზეა.
