კრისტალბეთ ეროვნული მე-7 ტურის პირველ სათამაშო დღეს „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
„სამტრედიამ“ მიმდინარე სეზონში ფრედ პირველი მატჩი დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მე-6 ტურში გია ცეცაძის შეგირდებმა ჩემპიონატში პირველი თამაში მოიგეს ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ.
რაც შეეხება „ტორპედოს“, მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილებს ამ სეზონში ჯერ არ მოუგიათ – სტარტზე 2 თამაშის წაგების მერე, ქუთაისელებმა მიჯრით მეხუთე შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
ხვალ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 3 თამაში ჩატარდება – „ლოკომოტივი „სამტრედიას“ მიიღებს, „შუქურა“ ზესტაფონში თბილისის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო „დილა“ გორში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.
ტური 8 აპრილს „თელავისა“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებით დასრულდება.




