იჰეანაჩო პრემიერ ლიგაში თვის ფეხბურთელია

0
20

ინგლისის პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ „ლესტერის“ თავდამსხმელი კელეჩი იჰეანაჩო დაასახელეს.

24 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა გასულ თვეში ინგლისის ჩემპოონატში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

მან საუკეთესოსთვის ბრძოლაში ანდრეს კრისტენსენს („ჩელსი“), ჰარი კეინს („ტოტენჰემი“), ჯესი ლინგარდს („ვესტ ჰემი“), რიად მაჰრეზს („მანჩესტერ სიტი“), ილან მელიეს („ლიდსი“), ლიუკ შოუს („მანჩესტერ იუნაიტედი“) და ლეანდრო ტროსარდს („ბრაიტონი“) აჯობა.

იჰეანაჩომ მიმდინარე სეზონში „ლესტერის“ მაისურით პრემიერ ლიგაში 16-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.

შეგახსენებთ, რომ იანვარსა და თებერვალში პრემიერ ლიგაში საუკეთესოდ „მანჩესტერ სიტის“ გერმანელი ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი აღიარეს.