„ჩელსი“ 2014 წლის შემდეგ პირველად 1/4-ფინალშია

0
12

ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ საპასუხო მატჩიც მოუგო და 2014 წლის შემდეგ პირველად ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული მატჩის 34-ე წუთზე მასპინძლები ჰაკიმ ზიეჩმა დააწინაურა. მან „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ საშინაო შეხვედრაში პირველი გოლი მიითვალა.

ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ემერსონმა მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ პირველი თამაში 1:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ტუხელის ხელმძღვანელობით ჩატარებული საწყისი 13 თამაშიდან „ჩელსის“ არცერთი წაუგია.

„ატლეტიკოს“ გავარდნის შემდეგ, „რეალი“ ერთადერთი ესპანური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგიაზე გამოსვლას აგრძელებს. მანამდე, გათამაშებას „სევილია“ და „ბარსელონას“ დაემშვიდობნენ.

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მოედანი ისევ გატანილი გოლის გარეშე დატოვა. მას ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებულ მატჩში მეტოქის კარი 2015 წლიდან არ აუღია. ურუგვაელის უგოლო სერია 25 თამაშამდე გაიზარდა.