მიქაუტაძე: „ერთად ყველაფერი გამოგვივა“

0
52

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ბელგიის რანგით მეორე ლიგის „სერენში“ იჯარით ასპარეზობს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს – ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.

20 წლის ქართველმა, რომელიც „მეცის“ საკუთრებაა, გასულ კვირაში ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ 2 წლით – 2025 წლამდე დეკემბრამდე გაახანგრძლივ.

გიორგი ლიონშია დაბადებული და „მეცში“ 2019 წლის დეკემბერში ჩაირიცხა. გასულ სეზონში „მეცში“ ერთხელ ითამაშა, როდესაც სტუმრად „ნიცასთან“ 1:4 წაგებულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა.

ფრანგებმა მიმდინარე სეზონის წინ მიქაუტაძე ბელგიის რანგით მეორე ლიგის კლუბ „სერენში“ გაანათხოვრეს, სადაც 20 წლის ქართველმა 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა.