შვედეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 25 მარტს შინ საქართველოს, ხოლო სტუმრად 28 მარტს კოსოვოს ეროვნულ ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ანდერსონმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: კარლ-იოჰან იონსონი (ვერდერი, გერმანია), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერბირლიგი, თურქეთი), რობინ ოლსენი (ევერტონი, ინგლისი).
მცველები: ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), პიერ ბენტსონი (ვეილე, დანია), ანდრეას გრანკვისტი (ჰელსინგბორგი), ფილიპ ჰელანდერი (რეინჯერსი, შოტლანდია), ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), მიკაელ ლუსტიგი (აიკ), იოაკიმ ნილსონი (არმინია, გერმანია), ვიქტორ ლინდელიოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კარლ სტარფელტი (რუბინი, რუსეთი).
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: მარკუს ბერგი, ვიქტორ კლესონი, კრისტოფერ ოლსონი (ყველა კრასნოდარი, რუსეთი), იენს კაიუსტე (მიდტიულანდი, დანია), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი, გერმანია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია), ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი, ესპანეთი), იესპერ კარლსონი (ალკმაარი, ჰოლანდია), დეიან კულუსევსკი (იუვენტუსი, იტალია), სებასტიან ლარსონი (აიკ), რობინ კუაისონი (მაინცი, გერმანია), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია).
