დონეცკის „შახტარმა“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის, ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად „რომასთან“ 0:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ტრავმირებულია და ამიტომ, უკრაინული გუნდის განაცხადში არ იყო.
მასპინძლებმა ანგარიში 23-ე წუთზე პელეგრინის დარტყმის შემდეგ გახსნეს. 73-ე წუთზე ელ შაარავიმ რომაელტა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 77-ე წუთზე მანჩინიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ „შახტარმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო.
უკრაინელებმა ევროპა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრას „რომასთან“ 18 მარტს ჩაატარებენ.




