„ბარსა“ გავარდა, მესიმ პენალტი ვერ გაიტანა

0
27

„ბარსელონა“ 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვერ გავიდა.

კატალონიელები გათამაშებას ორი მატჩის ჯამში (1:4, 1:1) პსჟ-მ გამოთიშა.

2006-2007 წლების სეზონში „ბარსა“ 1/8-ფინალში „ლივერპულთან“ დამარცხდა – 1:2, 1:0.

გარდა ამისა, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან 2004-2005 წლების სეზონშიც გავარდა, როდესაც „ჩელსის“ ბარიერი ვერ გაიარა – 2:1. 2:4.

პსჟ-სთან მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა – არგენტინელის მიერ დარტყმული ბურთი პარიზელთა მეკარე კეილორ ნავასმა მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში თერთმეტმეტრიანი 2015 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა, მაშინ ეს „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში მოხდა. გუშინდლამდე, ლეომ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 8 პენალტი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში მესიმ 131 თერთმეტმეტრიანი შეასრულა – მატჩის შემდეგ გამართული პენალტების სერიის ჩათვლით.

მან თამაშის მსვლელობისას პენალტი 98-ჯერ დაარტყა და 28-ჯერ შანსი ვერ გამოიყენა. მატჩის შემდეგ დარტყმული პენალტებიდან მესიმ თავი 4-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ერთხელ მეტოქის კარი ვერ აიღო.

საერთო ჯამში, კარიერის განმავლობაში არგენტინელის მიერ რეალიზებული პენალტების პროცენტი 77,86-ია.

აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე შესრულებული პენალტების 40 პროცენტი გააცუდა.