გორის “დილას” ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

0
35

გორის “დილას” ახალი მთავარი მწვრთნელი, 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი დემჩენკო იქნება. დილასა და ანდრეის შორის 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. დემჩენკომ სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიის ,,მეტალურგის” ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა უზბეკურ ,,ობოდში განაგრძო, ბოლოს კი ხარკოვის ,,მეტალისტში ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მოღვაწეობდა, 2019-20 წლების სეზონში კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ხარკოველებმა 26 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ დამარცხდნენ.