გიორგი მამარდაშვილი უეფას 50 რჩეულთა შორისაა

0
49

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე 50 ფეხბურთელის სია გამოქვეყნდა, რომლებსაც ფეხბურთის ქომაგები 2021 წელს უნდა დააკვირდნენ. “ჩვენმა ჟურნალისტებმა აირჩიეს 50 ფეხბურთელი, რომლებმაც 2021 წელს თავი კიდევ უფრო მეტად უნდა გამოიჩინონ”, – წერს უეფას ოფიციალური საიტი.
სასიხარულოა, რომ 50 ფეხბურთელს შორის თბილისის “ლოკომოტივის” მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა, რომელმაც ეროვნულ ლიგასა და ევროპალიგაზე კარგი სეზონი ჩაატარა. მამარდაშვილი თბილისის “ლოკომოტივის” კარს ევროპალიგის სამივე საკვალიფიკაციო მატჩში იცავდა. მან კრაიოვას “უნივერსიტატეასთან”, მოსკოვის “დინამოსთან” და “გრანადასთან” 19 “სეივი” შეასრულა.
გასულ სეზონში გიორგი ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
უეფას 50 რჩეულთა სიაში აგრეთვე პედრი (“ბარსელონა”), იენს-პეტერ ჰაუგე, დანიელ მალდინი (ორივე “მილანი”), ჯუდ ბელინგემი, იუსუფ მუკოკო (ორივე “დორტმუნდი”), ტაკეფუსა კუბო (“ვილიარეალი”), რაიან გრავენბერხი (“აიაქსი”) მოხვდნენ.