უკრაინულმა გამოცემა SPORTARENA.COM-მა მიკოლა კოვტალიუკთან ვრცელი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
მიკოლა პირველ რიგში გვაინტერსებს, რამდენად კმაყოფილი ხართ 2020 წლის სეზონით ?
შეფასებას 2 მხარე აქვს. პირადი სტატისტიკით კმაყოფილი ვარ, რადგან 10 გოლი გავიტანე და ბომბარდირი გავხდი, მაგრამ დილა მხოლოდ მე-3 ადგილზე გავიდა, ,,მხოლოდ” იმიტომ ვთქვი, რომ ჩვენ ვეთამაშეთ თუნდაც თბილისისა და ბათუმის დინამოებს. რომლებიც ჩვენზე ზედა ადგილებზე გავიდნენ, თუმცა ჩვენ მათთან ცუდად არ გვითამაშია, შევძელით თბილისის დინამოს დამარცხებაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონს 10 ქულით მეორე ადგილოსანს კი 6 ჩამოვრჩით, დილას თამაშის ხარისხს დადებითად შევაფასებდი.
-სამხერთ კორიაში დიდხანს არ გაჩერებულხართ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღიდგინეთ გოლიადორის თვისებები.
შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ჩემი ქვეყანაა, ვგრძნობ რომ ჩემს გუნდში ვარ. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, დილამ დამაბრუნა და მენდო. დიდი იმედი მაქვს, რომ კლუბის ხელმძღვანელობის იმედები გავამართლე. დილა მშვენიერი გუნდია, კარგი მწვრთნელებით. სხვათაშორის გიორგი ნემსაძე თბილისის ,,დინამომ” მიიწვია, რაც მისი მხრიდან კარგად ჩატარებულ სეზონზე მიუთითებს. დილა კი ბოლო 5 წელიწადში პირველად გავიდა ევროტურნირებზე, როგორც ქართველმა ჟურნალისტებმა გამოთვალეს, აღებული 30-დან 19 ქულა ჩემი გოლით მოვიპოვეთ.
-როგორია საქართველოს ჩემპიონატის დონე?
თავადაც ხედავთ, უფრო და უფრო მეტი უკრაინელი მოდის აქ და ისინი კარგი მოთამაშეები არიან. მაგალითად დნიტრო ივანისენია, რომელიც დინამოში იყო ახლა კი უკრაინაშია. თქვენც ხედავთ რომ ის დღეს ნაკრების ინტერესს იმსახურებს, საქართველოში თავისთავად არის პრობლემები თუნდაც ინფრასტრუქტურისა და მსაჯობის მხრივ, ეს ყველაფერი ფაქტია მაგრამ აქაური დონე ნელ-ნელა უკრაინის ჩემპიონატს უთანაბრდება.
სანამ უკრაინაში თამაშობდით მახსოვს, თქვენ იყავით ხასიათის მოთამაშე და ამის მიხედვით შეგეძლოთ მომენტების რეალიზება მაგალითად პოლტავასა და არსენალში, რა არის იმის მიზეზი რომ საქართველოში ასე ათამაშდით, მაგალითად ის რომ 50 გოლამდე გაიტანეთ საზღვარგარეთ?
ეს ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის, 25 წლის ვარ და კარიერის პიკში ვიმყოფები, მე ვისწავლე შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და განმივითარდა საგოლე ინსტიქტები. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საქართველოში მარტო ტექნიკაა და ყველას ბურთის ფლობა უყვარს, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან კარგ დაცვას თამაშობენ და ყველა ბურთისთვის ბრძოლაა საჭირო, ასეთი ფეხბურთი ჩემთვის ზედგამოჭრილია. ვიცი, როგორ ვიბრძოლო და ბრძოლას არ ვერიდები. გოლები ჰაერიდან არ იქმნება მათ გასატანად უნდა იშრომო.
არიან თუ არა საქართველოში ისეთი მოთამაშეები ან კლუბები რომელებზეც უკრაინულმა კლუბებმა ყურადღება უდნა გაამახვილონ?
ძალიან საინტერსო ლიგაა გამორჩეული პერსონებით, მაგალითისთვის თბილისის დინამოში იყო 2 ახალგაზრდა მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი – რომელიც ახლა უოტფორდის მთავარი მწვრთნელია და ფელის ვისენტე რომელიც როგორც ვიცი, ახლა მალიორკაში მოღვაწეობს. არის არაერთი საინტერესო ქართველი ფეხბურთელიც. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ უფრო დიდ ყურადღებას უკრაინაში ადგილობრივ ძალიან ბევრ კარგ მოთამაშეს დაუთმობენ.
