კატალონიის პოლიციამ ბართომეუს წინააღმდეგ საქმე აღძრა

0
24

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს ადგილობრივი პოლიცია კორუფციაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით ბართომეუ კლუბის სახელით გაფორმებულ გარიგებებეში პირად სარგებელს იღებდა და ამიტომაც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.
საქმე ე.წ “ბარსაგეითს” ეხება, რომლის ფარგლებში გამოძიება 2020 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს და სასამართლოში არსებითი განხილვები უახლოეს მომავალში დაიწყება.
პოლიცია ბართომეუს კორუფციაში და ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს. სამართადამცავების ცნობით, “ბარსელონას” პრეზიდენტმა კომპანია I3 Ventures კლუბის სოციალური ქსელების სამართავად დაიქირავა და პარალელურად მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისთვის 6-ჯერ მეტი თანხა გადაუხადა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია პერიოდულად სოციალურ ქსელში მესის, პიკეს, ხავის, ინიესტას, გვარდიოლას და სხვებს, რომლებიც ბართომეუს მხარს არ უჭერდნენ აკრიტიკებდა.