მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

0
65

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი პარი სენ ჟერმენსა და მიუნხენის ბაიერნს შორის გერმანული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე გავიდა. ჯოშუა კიმიხის ჩაწოდების შემდეგ თავი კინგსლი კომანმა გამოიჩინა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მოიგეს.

წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალმა დაგვიტოვა:
15 – რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის პირველი ფეხბურთელია 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ (კაკა), რომელმაც როგორც კრიშტიანუ რონალდუზე, ისე ლიონელ მესიზე მეტი გოლი გაიტანა ამ ტურნირზე ერთ სეზონში.
11 – „ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ისე გაიმარჯვა, რომ ტურნირზე ჩატარებული ყველა მატჩი მოიგო (11-დან 11).
– „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა/თასი მეექვსედ მოიგო (1974, 1975, 1976, 2001, 2013, 2020) და „ლივერპულს“ გაუთანაბრდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ „რეალსა“ (13) და „მილანს“ (7) აქვთ.
500 – კინგსლი კომანმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ მე-500 გოლი გაიტანა და ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ბარსელონასა“ (517) და „რეალს“ (567) აქვთ. ხუთეულში ასევე არიან „მანჩესტერი“ (373 გოლი) და „იუვენტუსი“ (306 გოლი).