ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბარსელონამ მისთვის რეკორდული მარცხი განიცადა საერთაშორისო მატჩებში – მიუნხენის ბაიერნთან 2:8 დამარცხდა და ტურნირს სამარცხვინოდ დაემშვიდობა. ჰანს ფლიკის საათივით აწყობილმა „რეკორდმაისტერმა“ უფერული „ბარსელონა“ 8:2 გაანადგურა…
„ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის ერთ მატჩში 8 გოლი გაიტანა… მიუნხენური გრანდი უდაოდ მთავარი ფავორიტია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის და ძნელი წარმოსადგენია ვინ შეძლებს მის შეჩერებას. მიუნხენელებმა ორივე ტაიმი ერთნაირად მოიგეს – 4:1. დუბლი შეასრულა ტომას მიულერმა და ბოლოს ფილიპე კოუტინიომ, „ბარსას“ საკუთრებაში მყოფმა ბრაზილიელმა, რომელმაც მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, მაგრამ ესპანური გრანდი 2:8 რომ შერცხვა, მისი წვლილი დიდია, ბოლო ორი გოლი მან გაიტანა.
„ბაიერნმა“ 2013 წელს „ბარსა“ ორი მატჩის ჯამში 7:0 გააცამტვერა და მაშინ სეზონი ტრებლით დაასრულა, ახლაც აქვს ამის შანსი და ვნახოთ, ორი ნაბიჯიღა დარჩა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ხვდებოდნენ, გამარჯვებული სეზონს ტრებლით ასრულებდა (2009 და 2015 წლებში „ბარსა“, 2013 წელს „ბაიერნი“ და ახლა ისევ მიუნხენური გუნდი მიიწევს მიზნისკენ).
„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 19 აგვისტოს „მანჩესტერ სიტისა“ და „ლიონის“ წყვილში საუკეთესოს შეხვდება. „ბარსელონამ“ კი სეზონი უტიტულოდ დაასრულა. ცნობისთვის, ბოლო ოთხ სეზონში ესპანური გრანდი ასეთი ანგარიშებით ეთიშებოდა ჩემპიონთა ლიგას: „იუვენტუსი“ 0:3 (2017 წელი), „რომა“ 0:3 (2018 წელი), „ლივერპული“ 0:4 (2019 წელი) და „ბაიერნი“ 2:8 (2020 წელი)…