პსჟ: 25 წლის შემდეგ…

0
27

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დრამატულად დაიწყო. „პარი სენ ჟერმენი“ ლისაბონში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 2:1 სძლია.

საწყის წუთებზე „ატალანტა“ მეტოქის კარს მეთოდურად ემუქრებოდა და 27-ე წუთზე მარიო პაშალიჩმა ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. საპასუხოდ, ფრანგების მხრიდან თამაშს მხოლოდ ნეიმარი ამწვავებდა.

ნახევარფინალის ბედი შეცვალა ერიკ ჩუპო-მოტინგმა. კამერუნელს ტომას ტუხელმა 10 წუთი დაუთმო, მაგრამ აფრიკელმა შემტევმა მოასწრო მატჩის გმირი გამხდარიყო. 90-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც შეტევა დაიწყო, ნეიმარმა გააგრძელა და მარკინიოსმა დაასრულა. ბერგამოელები ნახევარფინალში სათამაშოდ ემზადებოდნენ, ბრაზილიელმა რომ გაათანაბრა. გავიდა სამი წუთი და ჩუპო-მოტინგმა თავადაც გაიტანა. ამ ორ გოლს შორის ინტერვალი სულ რაღაც 146 წამი იყო…

„პარი სენ ჟერმენმა“ როგორც იქნა დაუძლეველი ბარიერი დაძლია. ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და 1995 წლის შემდეგ პირველად. ამრიგად, ტომას ტუხელის გუნდი აგრძელებს ნანატრი ტიტულისკენ სვლას და წინ ნახევარფინალია, მეტოქე დღეს გახდება ცნობილი – „ატლეტიკო“ ან „ლაიფციგი“.